დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გასანათებელი მოწყობილობებისთვის მერია მზადაა 1,7 მლნ ლარი გადაიხადოს

გასანათებელი მოწყობილობებისთვის მერია მზადაა 1,7 მლნ ლარი გადაიხადოს

2023-09-21 18:00:14

„თბილსერვის ჯგუფი“ რამდენიმე „სტრინგის“ შეძენას გეგმავს, რაშიც 1 751 800 ლარს დახარჯავს. მანათობელი თოკების შესაძენად მერიის შპს-მ ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც განაცხადების მიღების ვადა 20 აგვისტოს იწურება. 

შესყიდვის ობიექტის აღწერასაში წერია, რომ ტენდერის საფუძველზე „თბილსერვის ჯგუფი“ შეიძენს:

1. მანათობელი თოკი 10 მეტრიანი ((ე.წ. სტრინგი) 24 ვოლტიანი)) – 16000 ცალი;
2. კვების ბლოკი გადამყვანი 220-240 ვოლტიდან 24 ვოლტზე- 4000 ცალი;
3.დამაგრძელებელი კაბელი 10 მეტრიანი შავი (ე.წ. სტრინგის) - 500 ცალი;
4.ნეონური მილი 8X16 მმ თეთრი ნათებით 100 მეტრიანი - 1000 ცალი;
5.შტეკერი ნეონური მილისათვის 220-240 ვოლტი - 150 ცალი;
6.სტრობოსკოპი ნათურა E-27 პატრონაზე - 500 ცალი;

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2023 წლის 15 ნოემბრისა.

შესყიდვის ოებიქტის საგარანტიო ვადაა არანაკლებ 1 წელი. სწორი/მიზნობრივი ექსპლუატაციის შემთხვევაში საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით (ტრანსპორტირების ჩათვლით) უზრუნველყოს წუნდებული (მწყობრიდან გამოსული) საქონლის შეკეთება, თუ მწყობრიდან გამოსული საქონელი არ ექვედებარება შეკეთებას, მიმწოდებელი ვალდებულია შეცვალოს მწყობრიდან გამოსული საქონელი იგივე მოდელის საქონლით (ახალი) ან გაუმჯობესებული ტექნიკური პარამეტრების მქონე საქონლით (ახალი) წერილობითი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები