დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გავართიანებთ ყველა შიდა აეროპორტს და დავაკავშირებთ საერთაშორისო აეროპორტებთან - მარიამ ქვრივიშვილი

გავართიანებთ ყველა შიდა აეროპორტს და დავაკავშირებთ საერთაშორისო აეროპორტებთან - მარიამ ქვრივიშვილი

2024-03-02 20:00:00

შიდა ფრენების პროექტში ჩართვას 3 ავიაკომპანიისგან მოელიან. სატენდერო პირობები დასამტკიცებლად თითქმის მზადაა და მალე გამოცხადდება კიდეც. 

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საავიაციო ხელისუფლებას სატენდერო პირობების მომზადებამდე არაერთხელ ჰქონდა შეხვედრები  ავიაკომპანიებთან, იმისთვის რომ ყოფილიყო გამჭვირვალე პროცესი და გათვალისწინებული ყოფილიყო მათი უკუკავშირი. 

„ჩვენი მიზანია ვნახოთ მეტი კომპანია საავიაციო ბაზრის ტენდერში, იმისთვის რომ ერთის მხრივ ჩვენც უზრუნველვყოთ მაღალი კონკურენცია, მაგრამ მეორეს მხრივ ჰქონდეთ შესაძლებლობა ქართულ ავიაკომპანიებს, რომ შეძლონ ოპერირება შიდა ფრენებზე. 

სწორედ აქედან გამომდინარე 2024 წელს გვექნება ახალი მიმართულება. უკვე შევარჩიეთ პროექტი, რომლის მიხედვითაც მოხდება თელავის აეროპორტის მშენებლობა და განვითარება. ეს რა თქმა უნდა იქნება მნიშვნელოვანი შენაძენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისათვის. განსაკუთრებით სასიხარულოა კახეთის რეგიონისთვის.

ამ იდეოლოგიის ქოლგის ქვეშ ჩვენ გავაერთიანებთ ქვეყნის ყველა შიდა აეროპორტს და დავაკავშირებთ ყველა საერთაშორისო აეროპორტთან იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ტურისტული ნაკადების სწრაფი მოძრაობა ქვეყნის რეგიონებს შორის. მათ შორის თელავის აეროპორტს დავაკავშირებთ ბათუმთან, მესტიასთან, ამბროლაურთან, ისევე როგორც მესტიას დავაკავშირებთ ბათუმთან და ამბროლაურთან“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

უახლესი

18 საათის წინ

20 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები