დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Georgian Airways, სავარაუდოდ, თბილისი-მახაჩყალა-თბილისის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს

Georgian Airways, სავარაუდოდ, თბილისი-მახაჩყალა-თბილისის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს

2023-11-14 13:41:12

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways, სავარაუდოდ, თბილისი-მახაჩყალა-თბილისის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია მახაჩყალის აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზე განრიგშია გამოქვეყნებული.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რეისები 23 ნოემბრიდან 30 მარტამდე კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება. მახაჩყალიდან გამგზავრების დროა 07:45.

მანამდე ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამის არხზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Georgian Airways გეგმავს ფრენების განხორციელებას თბილისსა და მახაჩყალას, ასევე თბილისსა და სანკტ-პეტერბურგს (10 დეკემბრიდან), ბათუმსა და მოსკოვს (12 დეკემბრიდან) შორის.

Georgian Airways-ს, ისევე როგორც საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებას, ახალი ფრენების დაწყების შესახებ ჯერ არ გამოუცხადებიათ. ამჟამად ავიაკომპანია თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირ ფრენებს ახორციელებს.

საქართველოს მიმართულებით ასევე ახორციელებს ფრენებს Azimut Airlines-ი. კერძოდ, მოსკოვი–თბილისი–მოსკოვი, სოჭი–თბილისი–სოჭი; მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი; მინერალური წყლები -თბილისი - მინერალური წყლები მიმართულებით. 

მახაჩყალის მიმართულებით რეისების შესრულებაზე ინფორმაცია ჯერ Geogian Airways-ის გვერდზე წარმოდგენილი არ არის. 

შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაცია) გამოსცა დადგენილება,რომლითაც  რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენა დაუშვა.  ნებართვების უმეტესობა ავიაკომპანია Red Wings-ზე იყო გაცემული. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ავიაკომპანიებს ტრანსპორტირების უფლებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ რიგი დამატებითი პირობების შესრულების შემდეგ.

იგივე თემაზე: 

მოსკოვის მიმართულებით საშუალო დატვირთულობა 60-70% გვაქვს - თამაზ გაიაშვილი სამომავლო გეგმებზე

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები