დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Georgian Wings-მა შავი ლომის მორაგბეების EPCR ჩელენჯ თასის მეოთხე ტურის თამაშზე, საფრანგეთში ტრანსპორტირება უზრუნველყო

Georgian Wings-მა შავი ლომის მორაგბეების EPCR ჩელენჯ თასის მეოთხე ტურის თამაშზე, საფრანგეთში ტრანსპორტირება უზრუნველყო

2024-01-11 18:20:00

11 იანვარს Georgian Wings-ის და საქართველოს რაგბის კავშირის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ავიაკომპანიამ საფრანგეთში EPCR ჩელენჯ თასის მეოთხე ტურის თამაშზე,
შავი ლომის მორაგბეების საჰაერო ხომალდით ტრანსპორტირება უზრუნველყო.
შავი ლომი 13 იანვარს ფრანგულ კასტრს გასვლაზე ეთამაშება.
„ავიაკომპანია Geosky-მ სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ის სახელით გააფორმა მემორანდუმი, საქართველოს რაგბის კავშირთან. დღეს ვასრულებთ პირველ რეისს, მიგვყავს ქართველი მორაგბეები
საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში, სადაც დაგეგმილია მატჩი. ავიაკომპანია Geosky-ის სახელით ვუსურვებთ ბიჭებს წარმატებას, მოგებას. ჩვენ ჩვენი მხრივ ყოველთვის მზად ვართ უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება მთელი წლის განმავლობაში, დაგეგმილი თამაშების შესაბამისად“, განაცხადა ავიაკომპანია Geosky-ს პრეზიდენტმა, შალვა კიკნაძემ.
ავიაკომპანიამ, მორაგბეების საქომაგოდ თვითმფრინავის ვიზუალის რებრენდინგი მოახდინა და საგულშმატკივრო აქტივობებით გააცილა გუნდი საასპარეზოდ.
„შავი ლომი’’ მიემგზავრება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ტურნირზე EPCR ჩელენჯის თასზე. სადაც, დავუპირისპირდებით ფრანგულ ,,კასტრს’’ იქნება ძალიან მძიმე თამაში, თუმცა, რა თქმა უნდა შავი ლომი იბრძოლებს იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იქედან გამომდინარე, რომ შანსი არის გავიდეთ ჯგუფიდან. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვექნება თბილისში 20 იანვარს, სადაც მნიშვნელოვანია თითოეული ქართველი გულშემატკივრის მოსვლა სტადიონზე, იმიტომ,
რომ იქნება ნამდვილი სარაგბო დღესასწაული. რაც შეეხება განწყობას, შესანიშნავი განწყობა არის, მადლობა Georgian Wings-ს იმისთვის, რომ ბიჭებს, გუნდს, კლუბს, სრულიად რაგბის კავშირს წინასწარ
შეუქმნა განწყობა“- განაცხადა რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა.
პარტნიორობის ფარგლებში, Georgian Wings-ი უზრუნველყოფს საქართველოს რაგბის კავშირის და შავი ლომის მორაგბეების საჰაერო გზით ტრანსპორტირებას 2024 წლის განმავლობაში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები