დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გერმანია მოქალაქეობის გაცემას ამარტივებს - ქვეყანა ეკონომიკის გადარჩენას მიგრანტების ხარჯზე ცდილობს

გერმანია მოქალაქეობის გაცემას ამარტივებს - ქვეყანა ეკონომიკის გადარჩენას მიგრანტების ხარჯზე ცდილობს

2024-02-04 16:00:00

ბუნდესტაგმა მიიღო კანონი, რომელიც გერმანიის მოქალაქეობის გაცემას ამარტივებს. ახალი კანონის მიხედვით, გერმანიის მოქალაქეობის მისაღებად 5 წელია საჭირო, მაშინ როდესაც ძველი რეგულაციის მიხედვით მოქალაქეობის მიღებისთვის 8 წელი იყო საჭირო. გარდა ამისა არის გამონაკლისები, რომლის მიხედვითაც მოქალაქეობის მიღება 3 წელშიც იქნება შესაძლებელი. 

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფესერი ელის, რომ აღნიშნული ღონისძიება ახალ სიცოცხლეს შთაბერავს ადგილობრივ ეკონომიკას, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდიდან კვლავ ადარებენ „ევროპის ავადმყოფ ადამიანთან“.

ექსპერტების აზრით, გერმანელებს სურთ ბაზარზე მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა, რომლებსაც შეუძლიათ რთული აღჭურვილობითა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იმუშაონ.

გერმანული პასპორტის აღებით სხვა ქვეყნების მოქალაქეებს არ მოუწევთ უარი თქვან პირველ მოქალაქეობაზე.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები