დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ღვინის ბიბლიოთეკა“ ფილიალს გერმანიაში გახსნის

„ღვინის ბიბლიოთეკა“ ფილიალს გერმანიაში გახსნის

2023-06-03 00:01:53

ქართული ღვინის წარმატებული ექსპორტის შემდეგ ,,ღვინის ბიბლიოთეკა“ გერმანიაში ფილიალის გახსნისთვის ემზადება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ნაზი ხვთისიაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, მხარეები შეთანხმებული არიან, გარკვეულია თითქმის ყველა დეტალი და რჩება ბიუროკრატიული საკითხები, რის მოგვარებას სავარაუდოდ სულ მცირე პერიოდი დასჭირდება და უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ ზაფხულის სეზონზე, ქალაქ დიუსელდორფში ,,ღვინის ბიბლიოთეკის“ ფილიალი გაიხსნება.

„ღვინის ბიბლიოთეკა“ ბუტიკური ტიპის მაღაზია და ბარია, სადაც მხოლოდ ქართული ღვინო იყიდება. წარმოდგენილია მცირე და საშუალო მარნების ღვინოები და არა ინდუსტრიული. ამით გვსურს, რომ საქართველოში მცირე მარნების განვითარებას შევუწყოთ ხელი და გავაცნოთ მსოფლიოს. მეხუთე წელია, რაც ბაზარზე ვართ. უნიკალური ჯიშის ადგილობრივი ღვინოები გაგვაქვს ექსპორტზე 20 ქვეყანაში, ხოლო ქვეყნის გარეთ პირველ ფილიალს გერმანიაში გავხსნით.

თითქმის ყველა დეტალი გარკვეულია, ბიუროკრატიული საკითხებიც მალე მოგვარდება და პროექტს ბოლომდე მივიყვანთ. ინვესტიცია გერმანელი პარტნიორის მიერ განხორციელდება. გერმანიაში ჩვენი ფილიალი იქნება ზუსტად იგივე კონცეფციის და ისეთივე გარემოთი, როგორიც საქართველოშია - ხარისხიანი ღვინოებით, მრავალფეროვანი კულინარიით და სტუმრისადმი დამოკიდებულებებით. გერმანელებისთვის ხარისხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და მთლიანობაში ეს დამოკიდებულებაც გვაკავშირებს“, - ამბობს ნაზი ხვთისიაშვილი.

რაც შეეხება მცირე მარნების მიმართულებას, კომპანიის დირექტორის თქმით, სფეროს ბოლო პერიოდში საკმაოდ განვითარდა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში უნიკალური ჯიშები მივიწყებული იყო და განათლების მხრივაც არსებობდა პრობლემა.

,,ქართული ღვინო 8000-ზე მეტი წლისაა, უდიდესი ისტორია და ტრადიცია აქვს, მაგრამ მხოლოდ 7-8 წელია, რაც დარგი ვითარდება, განსაკუთრებით მცირე მარნების მიმართულება, რომელიც საქართველოსა და უცხოეთშიც ძალიან საინტერესო და პოპულარულია. ღვინოებს ფარული დეგუსტაციით ვარჩევთ, სანამ თაროზე მოხვდება, მკაცრს დეგუსტაციას გადის, მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული ხარისხით, ამიტომ ექსპორტზე ჩვენს მიერ გაგზავნილი ღვინოები, უცხოურ რესტორნებსა და მაღაზიებში თამამად ხვდება წამყვანი მწარმოებელი ქვეყნების ღვინოების გვერდით, როგორიცაა - იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი და სხვა. რაც შეეხება განათლების საკითხს, დიდწილად ესეც მოგვარდა, სექტორი სწორად ვითარდება და უფრო და უფრო ემატება ახალი მარნები, რომლებიც ღვინოს უნიკალური ჯიშის ვაზებისგან აწარმოებენ“, - ამბობს ნაზი ხვთისიაშვილი.

კომპანიის სამომავლო გეგმაშია გაფართოება რეგიონების მიმართულებით, პირველი, სავარაუდოდ იქნება ბათუმი, სადაც „ღვინის ბიბლიოთეკის“ მორიგი ფილიალი გაიხსნება. ამჟამად იგი თბილისში 3 ობიექტით არის წარმოდგენილი, რისთვისაც მოთხოვნადი და პოპულარული ლოკაციები შეარჩიეს: აბაშიძის, თელავისა და ბარათაშვილის ქუჩებზე.

იშვიათი ჯიშებისა და მცირე მარნების ღვინოების პოპულარიზაციის მიზნით, „ღვინის ბიბლიოთეკაში“ ყოველ ხუთშაბათს მეღვინეების დღე იმართება, სადაც მცირე მარნები ფართო საზოგადოებას თავიანთ პროდუქტს წარუდგენენ. ,,ღვინის ბიბლიოთეკის“ პირველი ფილიალი 2018 წელს გაიხსნა. კომპანიაში 15-მდე ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

12 საათის წინ

16 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები