საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, საბინე მახლის უმასპინძლა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ახალგაზრდობის პოლიტიკის გაუმჯობესების საკითხი, სასკოლო სივრცეში მშვიდობის განათლების ინტეგრირების პერსპექტივები და განათლების სხვადასხვა საფეხურზე თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.
გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა საბინე მახლის არაერთი მასშტაბური პროექტის მხარდაჭერისთვის, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების სფეროსა და ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მიზნით განხორციელდა.
თავის მხრივ, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში მადლობა გადაუხადა მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებს.
სამუშაო შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი ესწრებოდა.
უახლესი
10 საათის წინ
თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლა აცხადებს მიღებას12 საათის წინ
ლევან შავკაციშვილი | ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრა16 საათის წინ
ლაშა პაპაშვილი „ჰეშ ბანკზე“16 საათის წინ
საქართველოში ნალექიანი ამინდი 6 მაისამდე შენარჩუნდება1 დღის წინ
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე