დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გიორგი პერტაია საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

გიორგი პერტაია საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

2023-05-10 17:34:13

 

 

დღეს, პალატის საერთო კრება ჩატარდა, სადაც გიორგი პერტაია პალატის საერთო კრების წევრების (დელეგატების) მიერ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტად ერთხმად, ოთხი წლის ვადით, ხელმეორედ იქნა არჩეული.

გიორგი პერტაიამ საერთო კრების წევრებს პალატის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მათ შორის, ყურადღება გაამახვილა მეწარმეების მხარდასაჭერად განხორციელებულ საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებზე. ასევე, ელექტრონული კომერციის, "ევროკავშირი ბიზნესისთვის", სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე ჩატარებული ტრენინგების, ბიზნესისთვის "უფასო ვებ-გვერდის", პროფესიული სწავლების ხელშეწყობისა და ქალი მეწარმეების მხარდამჭერი პროგრამების, ბიზნესთან ღია დიალოგის ფორმატისა და ბიზნეს ფორუმების შესახებ.

სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა სამომავლო გეგმებსა და დამატებით, ახალ პროექტებზეც ისაუბრა.

დღეს გამართულ შეხვედრას, საქართველოს ყველა რეგიონიდან 100-ზე მეტი საერთო კრების წევრი ( დელეგატი) ესწრებოდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

11 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები