დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გიორგი ტყემალაძემ: ,,26 მარტს თითოეული ჩვენგანის ოცნება ასრულდა,  საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას  მიიღებს’’

გიორგი ტყემალაძემ: ,,26 მარტს თითოეული ჩვენგანის ოცნება ასრულდა, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს’’

2024-03-29 17:44:00

თბილისის საკრებულოს სხდომა წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის გამოსვლით დაიწყო.

გიორგი ტყემალაძემ 26 მარტის მოვლენის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და საქართველოს ნაკრებსა და მის გულშემატკივარს გამარჯვება მიულოცა.

,,26 მარტს თითოეული ჩვენგანის ოცნება ასრულდა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატშიმონაწილეობას  მიიღებს.

თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, გულშემატკივარს ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას, ბიჭებს კი იმთავგანწირვისთვის, რომელიც ამ ადამიანებმა მთელი შეჯიბრის დროს, განსაკუთრებით კი, 26 მარტსგამოიჩინეს, მადლობას ვუხდი’’, -განაცხადა გიორგი ტყემალაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ივნისში ჩვენი ნაკრები კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს.

გიორგი ტყემალაძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წვლილზეც ისაუბრა. მან ფედერაციის წარმომადგენლებს და ვეტერან ფეხბურთელებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი ტყემალაძემ   წარმომადგენლობით ორგანოს წევრს ლევან ჟორჟოლიანს ახალ პოზიციაზე  დანიშვნა მიულოცა და  კოლეგებს მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საკითხიწარმოუდინა.

,,თქვენთან ერთად ლევან ჟორჟოლიანს გაწეული საქმიანობისთვის დიდ მადლობას ვუხდი. 2017 წლიდან ლევანი  საკრებულოს ერთ-ერთი შრომისმოყვარე და გამორჩეული წევრი იყო.

დარწმუნებული ვარ, რომ ის ახალ, საპასუხისმგებლო პოზიციაზეც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც საკრებულოში,’’-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ, ლევან ჟორჟოლიანს წარმატებები უსურვა.

უახლესი

13 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები