დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გიორგი ტყემალაძემ მრავალშვილიან დედებს 3 მარტი მიულოცა

გიორგი ტყემალაძემ მრავალშვილიან დედებს 3 მარტი მიულოცა

2024-03-03 19:59:00

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე  ვაკისრაიონის გამგებელ დავით კვინიკაძესა და  პარლამენტის ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ნოდარტურძელაძესთან ერთად დედის დღისადმი მიძღვნილ  კულტურის ცენტრმუზაშიგამართულ სადღესასწაულო კონცერტს დაესწრო.

 

ღონისძიებას ვაკის რაიონში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ქალები, მათ შორისმრავალშვილიანი დედები და პენსიონერი ქალბატონები დაესწრნენ.

 

კონცერტში  ქართველი მომღერლები მონაწილეობდნენ.

 

„დღეს ჩვენთვის ყველაზე საყვარელი ადამიანის - დედის - დღეა. ვულოცავ ყველა დედას, განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით კი მრავალშვილიან დედებს დღევანდელ დღეს. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათთვის - შვილებისკარგად ყოფნას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 

ღონისძიების დასასრულს კი ქალბატონებს თაიგულები და საჩუქრები  გადასცეს.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები