დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
GITA-ს ინიციატივით, ცხადდება ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიური კვირეულის პროგრამა საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში

GITA-ს ინიციატივით, ცხადდება ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიური კვირეულის პროგრამა საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში

2024-03-16 15:24:00

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, ცხადდება ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიური კვირეულის პროგრამა საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში (საგარეჯო, ლაგოდეხი, ხულო, სამცხე-ჯავახეთი,ახალციხე, ბოლნისი, მარნეული და გარდაბანი).

აღნიშნული პროექტი მიმდინარეობს USAID-ის ,,ერთიანობა მრავალფეროვნებაშია'' პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისთვის აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 25 მარტი

სარეგისტრაციო ბმული:
https://shorturl.at/frFR9 

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი


მსგავსი სიახლეები