დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
GITA - ს მხარდაჭერითა და IT HUB Georgia- ს ორგანიზებით, ტექნოპარკში დასაქმების ფორუმი Job Fair გაიმართა

GITA - ს მხარდაჭერითა და IT HUB Georgia- ს ორგანიზებით, ტექნოპარკში დასაქმების ფორუმი Job Fair გაიმართა

2024-04-03 17:07:00

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და IT HUB Georgia - ს ორგანიზებით, ტექნოპარკში, დასაქმების ფორუმი Job Fair გაიმართა. ღონისძიება StrategEast- ის პრეზიდენტმა ანატოლი მოტკინმა, GITA -ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და EBRD - ის კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა ალკის დრაკინოსმა გახსნეს. 

ღონისძიების  მიზანია IT HUB Georgia-ს კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობა,  ასევე პროფესიული ქსელისა და IT ეკონომიკის განვითარება. 

ღონისძიება პროექტის IT HUB Georgia - ს ფარგლებში StrategEast-ის მიერ განხორციელდა, პროექტის ფინანსური მხარდაჭერა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა  (EBRD) უზრუნველყო.  

IT HUB-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მცხოვრებმა, ომის დროს იძულებით გადაადგილებულმა, უკრაინელმა ახალგაზრდებმა გაიარეს სასწავლო კურსი IT სფეროში. ტრენინგები ექვს სხვადასხვა მიმართულებას მოიცავდა. პროექტს 200-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა. 

ფორუმს ესწრებოდნენ ბიზნეს სექტორის, საელჩოების, საერთაშორისო არასამთავრობო და ფინანსური ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ასევე  IT HUB Georgia- ს კურსდამთავრებულები. 


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები