დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გლდანის რაიონში მცხოვრებ პენსიონერებს თვალის უფასო კვლევა  ჩაუტარდათ

გლდანის რაიონში მცხოვრებ პენსიონერებს თვალის უფასო კვლევა ჩაუტარდათ

2024-03-20 15:56:00

საქართველოს პენსიონერთა კავშირთან თანამშრომლობით  „ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ - საქართველო“ თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარის, კონსტანტინე ზარნაძის, ინიციატივით გლდანის წარმომადგენლობაში საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარა.

 

ღონისძიების ფარგლებში გლდანის რაიონში მცხოვრებ პენსიონერებს უფასოდ ჩაუტარდათ როგორც ენდოკრინოლოგიური, ასევე თვალის პირველადი სრული გამოკვლევა, რომელიც მოიცავს მხედველობის სიმახვილის გამოკვლევას (ვიზომეტრია); სათვალის შერჩევას; თვალშიდა წნევის გაზომვას (ტონომეტრია); ნაპრალოვანი სანათით დიაგნოსტიკას (ბიომიკროსკოპია); თვალისფსკერის დათვალიერებასა და დიაგნოსტიკას; ოფთალმოლოგის კონსულტაციასა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნას; სისხლში გლუკოზის განსაზღვრას; აგრეთვე ენდოკრინოლოგის კონსულტაციას.

 

 

უახლესი

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები