დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გლემფინგის მოყვარულებისთვის აჭარაში ახალი ტურისტული ობიექტი გაიხსნა

გლემფინგის მოყვარულებისთვის აჭარაში ახალი ტურისტული ობიექტი გაიხსნა

2023-06-08 14:00:11

აჭარაში, ბათუმიდან 9 კილომეტრის დაშორებით ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. „ნესთ“- ასე ჰქვია ახალ ტურისტულ ობიექტს, რომელიც მალე შესაძლოა, ტურისტული მიზიდულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი გახდეს. 

„ნესთ“-ი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარაში მდებარეობს და ჯერჯერობით ერთ გლემფინგ კოტეჯს აერთიანებს, თუმცა გეგმაშია გაფართოება 6-7 კოტეჯამდე.

გიგი ჩაჩავამ და გიორგი მათითაიშვილმა ძალები გააერთიანეს და ასე შეიქმნა „ნესთ“-ი. როგორც ტურისტული ობიექტის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი მათითაიშვილი Business Insider Georgia-თან აცხადებს, მიწა გიგი ჩაჩავას საკუთრება იყო, დაიწერა ბიზნეს-გეგმა და „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გიორგი მათითაიშვილის პროექტმა გაიმარჯვა და ასე მოხდა პროექტისთვის 30 ათასი ლარის გრანტის მოპოვება.

თავად  გლემფინგ კოტეჯი, საიდანაც ულამაზესი ბათუმის პანორამული ხედი იშლება, თავისი ტექნიკური აღჭურვილობით მეწარმეებს 43-45 ათასი ლარის ფარგლებში დაუჯდათ.  

როგორც გიორგი მათითაიშვილი ამბობს, „ნესთ“-მა ჯავშნების მიღება 8 ივნისიდან დაიწყო და იმედი აქვს, რომ მალე მოთხოვნა მზარდი იქნება და ამ ფონზე  გლემფინგ კოტეჯების რაოდენობას დაამატებს. 

გლემფინგ კოტეჯში, მოთხოვნის შემთხვევაში ღამის თევა ერთდროულად 4-ზე მეტ ადამიანს შეუძლია.

რაც შეეხება ფასებს, „ნესთ“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, გახსნასთან დაკავშირებით 10 დღის განმავლობაში სააქციო ფასი იქნება, 2 ადამიანზე 180 ლარი, ხოლო შემდგომ ფასების ადაპტირება დაიწყება და მაღალ სეზონზე ფასი 225-ლარიდან 250 ლარამდე იქნება.

აღნიშნულ ფასში არ შედის საუზმე, თუმცა წინასწარ შეკვეთის შემთხვევაში მასპინძლებს აღნიშნული სერვისის მიწოდებაც შეუძლიათ. 

გლემფინგ კოტეჯში მოწყობილია მინი სამზარეულო, სადაც არის გაზქურა, ელექტრო ღუმელი, მაცივარი, ტოსტერი, მადუღარა, ასევე ეზოშია გრილი დამონტაჟებული.

ეზოში ასევე მოწყობილია გასართობი სივრცე პუფებითა და ჰამაკით და ასევე არის კოცონის დასანთები ადგილი. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

19 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები