დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გლობალური ბაზარი შესაძლოა, ნავთობის რეკორდული დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს - Bloomberg

გლობალური ბაზარი შესაძლოა, ნავთობის რეკორდული დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს - Bloomberg

2023-09-17 17:25:33

ნავთობის გლობალურ ბაზრებს მომდევნო კვარტალში, დღეში 3 მლნ ბარელზე მეტი მიწოდების დეფიციტი შეექმნება, რაც პოტენციურად ყველაზე დიდი დეფიციტია ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, რადგან საუდის არაბეთი მოპოვების შემცირებას განაგრძობს

როგორც  Bloomberg-ი იტყობინება, ნავთობის გლობალური მარაგი, რომელიც მკვეთრად ამოიწურა ამ კვარტალში, მოსალოდნელია, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში დღეში დაახლოებით 3,3 მილიონი ბარელით - კიდევ უფრო მკვეთრად შემცირდეს. ამის შესახებ კი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი.

თუ პროგნოზი გამართლდა, მაშინ ეს 2007 წლის შემდეგ მარაგების ყველაზე დიდი კლება იქნება. 

მოხსენების თანახმად, OPEC-ის 13 წევრი მიმდინარე კვარტალში დღეში საშუალოდ 27,4 მილიონ ბარელს აწარმოებდა, რაც დაახლოებით 1,8 მილიონით ნაკლებია, ვიდრე მომხმარებელს სჭირდება. ნათქვამია ორგანიზაციის მოხსენებაში. 

თუ ორგანიზაცია წარმოებას იგივე დონეზე შეინარჩუნებს, როგორც ჯგუფის ლიდერმა საუდის არაბეთმა აღნიშნა, წლის ბოლო სამ თვეში მიწოდებასა და მოთხოვნას შორის უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავდება.

OPEC-ის შეფასებით, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მას მეოთხე კვარტალში დღეში 30,7 მილიონი ბარელი სჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ OPEC-ის ოფიციალური პირები რეგულარულად აცხადებენ, რომ მათი მიზანია გლობალური ნავთობის ბაზრების ბალანსი შენარჩუნება, ბოლო პროგნოზები აჩვენებს, რომ ისინი მიწოდების სწრაფად შემცირებას აპირებენ. 

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ნედლი ნავთობის მარაგები 2015 წლიდან 2019 წლამდე პერიოდის საშუალო მაჩვენებელზე უკვე დაახლოებით 114 მილიონი ბარელით დაბალია.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

21 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები