დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო ევროპელი ინვესტორების გეგმებში უფრო მარტივად მოხვდება - ლევან ვეფხვაძე კანდიდატის სტატუსზე

გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო ევროპელი ინვესტორების გეგმებში უფრო მარტივად მოხვდება - ლევან ვეფხვაძე კანდიდატის სტატუსზე

2023-12-22 19:00:00

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ინვესტორების განწყობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და ამ მოცემულობაში საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის უფრო საინტერესო ქვეყანა ხდება.

„ამის ბევრი მაგალითია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, როდესაც სტატუსის მინიჭების შემდეგ მათ მიმართ უცხოელი ინვესტორების ინტერესი რამდენჯერმე გაიზარდა. ამიტომაც ჩვენი მოლოდინია, რომ უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში საქართველო ევროპელი ინვესტორების გეგმებში უფრო მარტივად მოხვდება“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

ამას გარდა, ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსი ხელს შეუწყობს კომპანიების კაპიტალიზაციის ზრდას, ეს კი თავის მხრივ ქართულ კომპანიებს ფინანსრურ რესურსებზე წვდომას გაუმარტივებს.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის რისკ პრემიუმის კალათებში ბოლო პოზიციებზე ვართ, თუკი თუნდაც ერთი საფეხურით წინ წავიწევთ ეს ხელს შეუწყობს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, რადგან როცა ქვეყნის რისკ პრემიუმი მცირდება, ეს ნიშნავს რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ადგილობრივი საფინანსო ინსტიტურებისთვის შეამცირებენ სარგებელს იმ თანხებზე, რომელსაც მიაწვდიან, თავის მხრივ კი ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები შედარებით იაფად გასცემენ ფინანსურ რესურსებს ადგილობრივი ბაზრისთვის.  ეს კი ბიზნესის წახალისებისთვის მნიშვნელოვანია“, - ამბობს ლევან ვეფხვაძე.

ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს მიაჩნია, რომ მეტი სარგებლის მიღების გზაზე ქართულ ბიზნესს სახელმწიფოსგან ერთადერთი ხელშეწყობა სჭირდება - ქვეყანამ თანამიმდევრულად გააგრძელოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საგარეო კურსი. „ბიზნესი თავის თავს მიხედავს“ - აცხადებს ვეფხვაძე.

ავტორი:

სოფო ბერიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები