დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გვჭირდება მსხვილი საინვესტიციო პროექტები სახელმწიფოს მონაწილეობით, რათა უცხოურ კომპანიებს საქართველოში კაპიტალდაბანდების სურვილი გაუჩნდეთ - თამაზ დაუშვილი

გვჭირდება მსხვილი საინვესტიციო პროექტები სახელმწიფოს მონაწილეობით, რათა უცხოურ კომპანიებს საქართველოში კაპიტალდაბანდების სურვილი გაუჩნდეთ - თამაზ დაუშვილი

2024-04-03 14:00:00

იმისთვის, რომ ქვეყანაში მეტი ინვესტიცია შემოვიდეს, საჭიროა მთავრობის მხრიდან საიმიჯო აქტივობის განხორციელება , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „დიოს“ დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა განუცხადა.

მეწარმე ამბობს, რომ მთავარია საქართველოში შემოვიდნენ დიდი საინვესტიციო კომპანიები, რომელთაც შემდეგ მცირე კომპანიებიც შემოჰყვებიან.

„გვჭირდება მსხვილი საინვესტიციო პროექტები, რომლის განხორციელებაში სახელმწიფოც უნდა ჩაერთოს, რათა მსხვილ საინვესტიციო კომპანიებს საქართველოში კაპიტალდაბანდების სურვილი გაუჩნდეთ“, - ამბობს თამაზ დაუშვილი.

რაც შეეხება ევროკავშირს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას, „დიოს“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ეს ფაქტი დადებითად აისახება საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე.

„ინვესტიციები ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას. ეს გზა გაიარეს სხვა ქვეყნებმა და ჩვენთანაც იგივეა მოსალოდნელი“, - ამბობს თამაზ დაუშვილი.

შეგახსენებთ, რომ სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, 57.8 პროცენტი შეადგინა.

პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 24.6 პროცენტით, მეორეზე - ნიდერლანდები 22.6 პროცენტით, ხოლო მესამეზე - თურქეთი 10.6 პროცენტით.

რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2023 წელს შემდეგნაირად განაწილდა:

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2023 წელს 66.5 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 630.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 291.7 მლნ. აშშ დოლარით (18.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე - ტრანსპორტის სექტორი 138.2 მლნ. აშშ დოლარით (8.7 პროცენტი).

ძირითადი ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2023 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პროცენტული განაწილება მოცემულია დიაგრამაზე 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები