დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ჰაერში აზოტის ჟანგეულობის მაღალი კონცენტრაციაა”- რომელია თბილისში ყველაზე დაბინძურებული უბნები

„ჰაერში აზოტის ჟანგეულობის მაღალი კონცენტრაციაა”- რომელია თბილისში ყველაზე დაბინძურებული უბნები

2023-06-13 13:51:01

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და  კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, ჰაერში აზოტის ჟანგეულების მაღალი კონცენტრაციაა.

როგორც ნოე მეგრელიშვილმა ”მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი  დედაქალაქში ფიქსირდება, სადაც ყოველდღიურად დიდი რაოდენობის ავტომობილი გადაადგილდება. 

„ჰაერის დაბინძურების კუთხით ორი პრობლემური დამბინძურებელია - მყარი ნაწილაკები და აზოტის ჟანგეულები. აზოტის ჟანგეულები პირდაპირ კავშირშია ავტოტრანსტპორტის გამონაბოლქვთან. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება დედაქალაქში, სადაც ყოველდღიურად დიდი რაოდენობის ავტომობილი გადაადგილდება.

იმ ქუჩებზე, სადაც ყველაზე ინტენსიურია ავტომობილების მოძრაობა დაბინძურების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. კერძოდ რუსთაველის გამზირზე, შემდეგ მელიქიშვილზე, პეკინზე, დადიანზე, ქეთევან წამებულის გამზირზე.

ამრიგად, ყველა მსხვილ მთავარ გზაზე აზოტის ჟანგეულების გადაჭარბება გვაქვს, რიგ შემთხვევებში, ორჯერადი გადაჭარბებაც კი ფიქსირდება. 2022 წელს პირველად დაფიქსირდა ნორმის გადაჭარბება რეკრეაციულ ზონაში, 9 აპრილის პარკში.

2019 წლიდან კონცენტრაციების კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. ეს იმის შედეგია რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები განხორციელდა, მათ შორის ტექნიკური დათვალიერება, საწვავის ხარისხის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება.

თუმცა 2022 წელს მატება გვაქვს, რაც პირდაპირ კავშირშია ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან.  ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია”, – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

19 წუთის წინ

39 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები