დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Hyundai Motor-ი რუსეთში საკუთარ ქარხანას ყიდის

Hyundai Motor-ი რუსეთში საკუთარ ქარხანას ყიდის

2023-12-20 10:00:00

Hyundai Motor-ის დირექტორთა საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რუსეთში საკუთარი აქტივების გაყიდვაზე იმსჯელეს. დირექტორთა საბჭომ სანქტ-პეტერბურგში მდებარე ქარხნის გაყიდვა დაამტკიცა. კომპანიამ განაცხადა, რომ გააგრძელებს გაყიდვების შემდგომ მომსახურებას და სხვა მომხმარებელთა მხარდაჭერას რუსეთში.

აღსანიშნავია, რომ Hyundai-ს ქარხანა რუსეთში 2022 წლის მარტიდან უმოქმედოა. მანამდე იქ აწყობდნენ Hyundai Solaris და Creta, ასევე Kia Rio და Rio X მოდელებს.

2023 წლის სექტემბერში, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ავტომწარმოებლის ქარხანას რუსული კომპანია შეიძენს. ხელშეკრულება გაფორმდება შესყიდვის ოფციით ორი წლის ვადით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები