დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 4.4%-ით შემცირდა

იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 4.4%-ით შემცირდა

2024-03-07 11:10:00

2024 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 4.4 პროცენტით შემცირდა. როგორც საქსტატში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 22.9 პროცენტიანი კლებით, რამაც -4.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.2 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 18.7 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.3 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 4.42 და 1.94 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 12.2 პროცენტით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები