დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იანვარში, თბილისში ახალი ბინების ფასი 0,5%-ით  შემცირდა, ხოლო ძველი ბინების 0,8%-ით გაიაფდა

იანვარში, თბილისში ახალი ბინების ფასი 0,5%-ით შემცირდა, ხოლო ძველი ბინების 0,8%-ით გაიაფდა

28-02-2024 18:00:00

2024 წელი თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე საკმაოდ აქტიურად დაიწყო და გაყიდული ბინების რაოდენობამ 2,967 შეადგინა. ამის შესახენ „თიბისი კაპიტალის“უძრავი ქონების ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაშია ნათქვამი. 

მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის დეკემბერთან შედარებით მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა (-19%), წლიურად 5%-იანი ზრდა შეინიშნება.

ამავე პერიოდში, გასაყიდი ფასი $1,205-ს გაუტოლდა და ფაქტობრივად წინა თვის დონეზე დარჩა. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის მოცულობამ $234 მილიონი შეადგინა და 2023 წლის იანვართან შედარებით 11%-ით გაიზარდა. საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ($/კვ.მ) გასაქირავებელი ფასი $12.0-ს გაუტოლდა, რაც წინა თვის მაჩვენებელს 2%-ით ჩამორჩება, ხოლო წლიურად 4%-იანი კლება დაფიქსირდა.

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები კვლავ კლებად ტრენდზე დარჩა და 10.5% შეადგინა, რაც 1.4 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს (-0.2პპ თ/თ). 

2024 წლის იანვარში 638 ახალი ბინა გაიყიდა და წინა თვესთან შედარებით 4%-ით შემცირდა. თუმცა, 2023 წლის იანვართან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა (+16%). ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვების რაოდენობამ 2,329 შეადგინა, წინა თვესთან შედარებით 23%-ით შემცირდა, ხოლო წლიურად 2%-იანი გაიზარდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ახალ ბინებზე მოთხოვნა გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, მათი წილი მთლიან გაყიდვებში 22%-მდე გაიზარდა. საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად გაიზარდა როგორც ახალი (+14%), ისე ძველი (+9%) ბინების შემთხვევაში.

თვიურ ჭრილში, გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის 0.5%-ით შემცირდა, ხოლო ძველი ბინების შემთხვევაში ფასმა 0.8%-ით მოიმატა.

2023 წლის იანვარში 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინების გაყიდვების წილმა ტრანზაქციებში 41% შეადგინა (+1 პპ, თ/თ). 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილმა 4% შეადგინა.

მაღალი (>1,500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის წილმა მთლიან ტრანზაქციებში 15% შეადგინა, რაც 2023 წლის იანვართან შედარებით 3 პროცენტული პუნქტით მეტია. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები