დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იანვრიდან, თბილისის საჯარო ბაღის თანამშრომლები15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებენ - კახა კალაძე

იანვრიდან, თბილისის საჯარო ბაღის თანამშრომლები15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებენ - კახა კალაძე

2024-01-10 11:24:00

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად, საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასი 10%-ით იზრდება, თუმცა მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიზნით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში სახელფასო ფონდი 16 400 000 ლარით გაიზარდა და 109 000 000 ლარი შეადგინა.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გრძელდება ახალი ბაღების მშენებლობა და არსებული შენობების რეაბილიტაცია. 2024 წელს ათი მიმდინარე პროექტიდან შვიდი ახალი ბაღი გაიხსნება და სამის რეაბილიტაცია დასრულდება.

15 იანვარს რეაბილიტირებულ შენობაში დაბრუნდება 89-ე ბაღის კონტინგენტი, ასევე, თვის ბოლომდე ახალი, N64 საბავშვო ბაღი გაიხსნება სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში.

ამ პროექტების შედეგად იზრდება როგორც აღსაზრდელების, ისე პერსონალის რაოდენობა. ამ ეტაპზე თბილისში 189 საჯარო ბაგა-ბაღია, რომელიც 60 000-მდე ბავშვს ემსახურება“, -აღნიშნა მერმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები