დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ილჰამ ალიევმა საქართველოზე გამავალი შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი აამოქმედა

ილჰამ ალიევმა საქართველოზე გამავალი შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი აამოქმედა

2023-02-08 11:57:15

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაამტკიცა შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, კავკასიის რეგიონიდან ევროპაში შავი ზღვის კაბელის მშენებლობას ითვალისწინებს.

პრეზიდენტის განკარგულება ოფიციალურ პრესაში უკვე გამოქვეყნდა.

ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რომელიც 2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის (მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის მიმართულებით) გაფორმდა.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს დაევალა, დებულებების შესრულება განკარგულების თანახმად უზრუნველყოს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ბუქარესტში ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რაც  Black Sea Energy წყალქვეშა ელექტრული კაბელის მშენებლობას ითვალისწინებს.

პროექტის თანახმად, 1195 კმ სიგრძის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სიმძლავრე 1000 მეგავატი იქნება.

კაბელით, აზერბაიჯანში წარმოებული მწვანე ელექტროენერგიის მიწოდება საქართველოსა და შავი ზღვის გავლით რუმინეთში, უნგრეთსა და დანარჩენ ევროპაში განხორციელდება.

პროექტი ამჟამად ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავების ეტაპზეა, რომლის დასრულება 2023 წლის სექტემბერში იგეგმება.

კაბელის მშენებლობას 3-4 წელი დასჭირდება. ევროკომისია ამ პროექტისთვის 2,3 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები