დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იმედია, საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს კონსტიტუციის დარღვევას, ეს იქნება ოფიციალური განაჩენი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ვერსად გაექცევა - შალვა პაპუაშვილი

იმედია, საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს კონსტიტუციის დარღვევას, ეს იქნება ოფიციალური განაჩენი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ვერსად გაექცევა - შალვა პაპუაშვილი

2023-10-06 12:41:19

იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს კონსტიტუციის დარღვევას. პირადად ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია, რას იტყვის საკონსტიტუციო სასამართლო, ვინაიდან ეს იქნება საბოლოო ვერდიქტი საქართველოს პრეზიდენტის ქცევასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში თუ გადავა, არ აქვს იმედი, რომ ოპოზიციის უმრავლესობა ამას მხარი დაუჭიროს.

უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს წარმომადგენლებს საკონსტიტუციო სასამართლოში, განსაკუთრებით ირაკლი კობახიძეს, რომელმაც სამი დღის განმავლობაში შეძლო, რომ საქართველოს ყველა ქალაქში, ყველა ქუჩაში, ოჯახში შევიდა ის სიტყვა, რომელიც შეეხება კონსტიტუციას. ვფიქრობ, ყველა ადამიანისთვის გასაგები გახდა, რასთან გვაქვს საქმე. სამი დღის განმავლობაში ვიხილეთ, რომ იმ მხარეს, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენდით იდგა იურიდიული აზრი და კონსტიტუცია, მეორე მხარეს – თვითშემოქმედებითი აზრი, ენჯეოშნიკური იურისპრუდენცია, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს კონსტიტუციასთან. მგონი, ეს სამი დღის განმავლობაში ნათლად ნახა ყველამ არგუმენტების სიღრმის, მკაფიო არგუმენტებისა და იმ განმარტებების საფუძველზე, რომელსაც ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან ვისმენდით. რაც შეეხება შემდეგ პროცესს, იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს კონსტიტუციის დარღვევას. პირადად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რას იტყვის საკონსტიტუციო სასამართლო, ვინაიდან ეს იქნება საბოლოო ვერდიქტი საქართველოს პრეზიდენტის ქცევასთან დაკავშირებით. ეს იქნება უკვე სასამართლო აქტი, რომელსაც, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი ვერ გაექცევა. რაც შეეხება შემდეგ პროცესს, პოლიტიკურ ნაწილს პარლამენტში, ჩვენ ვამბობდით, რომ წინასწარი გარანტიის გარეშე საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას ასე უხეშად არ დაარღვევდა. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ ოპოზიცია მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს. ამავე დროს, იმედი გვაქვს, ვიღაცაში მაინც შეიძლება გარკვეულმა კეთილსინდისიერებამ იმუშაოს და იქნებ, მაინც გადაწყვიტოს. საბოლოო ჯამში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, მნიშვნელოვანია, რას იტყვის სასამართლო, რადგან იმპიჩმენტი პარლამენტში დადგება თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ გაექცევა. ეს იქნება განაჩენი ამ ქცევასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, „იმპიჩმენტის საკითხზე ხომ არ მიმდინარეობს კონსულტაციები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ან სხვა ოპოზიციასთან. ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა:

„ზოგადად, ეს საკითხი აჩვენებს ოპოზიციის ფობიებს, შიშებს, რამდენად არ არიან დარწმუნებული საკუთარ თავში, ამის შემდეგ ისინი რას სთხოვენ მოქალაქეებს, რომ მათ ანდონ მანდატი. ჯგუფს, რომელსაც იმდენი ნდობაც კი არა აქვს საკუთარი თავის, ხელების მიმართ, რომ ფიქრობენ, დარბაზში საერთოდ არ შევიდნენ, რათა  ხელი არ წასცდეთ და ღილაკს თითი არ მიაჭორონ.

ეს დასტურია, ოპოზიცია იმდენად არის თავის ფობიებსა და შიშებში ჩაკეტილი, შემდეგ ცდილობენ, აქედან გამომდინარე რაღაც კონსპირაციების თეორიები შექმნან. არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. თავიდანვე, როდესაც იმპიჩმენტის პროცესი დავიწყეთ, ვთქვით, რომ პარლამენტში ამას არ ეყოლება უმრავლესობა და ეს არც არის გადამწყვეტი. საერთო ჯამში, მოქმედ პრეზიდენტს დარჩა ერთი წელი და არ არის ეს გადამწყვეტი საკითხი. გადამწყვეტია სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან ის იქნება ოფიციალური განაჩენი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ვერსად გაექცევა, იმედია, სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევაზე აღარ წავა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები