დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინიციატივის დაკანონების შემთხვევაში, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე მაღალმთიან რეგიონში ზამთრის საბურავით გადაადგილება სავალდებულო იქნება - შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი

ინიციატივის დაკანონების შემთხვევაში, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე მაღალმთიან რეგიონში ზამთრის საბურავით გადაადგილება სავალდებულო იქნება - შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი

2023-10-23 15:47:21

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება შინაგან საქმეთა სამინისტროს  პრიორიტეტს წარმოადგენს. პრაქტიკაც ცხადყოფს რომ განსაკუთრებით საფრთხის შემცველია მაღალმთიან რეგიონებში ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, რომელიც ზამთრის პერიოდში აღჭურვილი არ არის ზამთრის საბურავებით ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით, - ამის შესახებ მედიასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა ლანა ცანავამ განაცხადა. 

„აღნიშნული იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევებს და მოძრაობის შეფერხებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შს სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში. 

ცვლილებების მიხედვით პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე სავალდებულო იქნება მაღალმთიან რეგიონში ზამთრის საბურავით გადაადგილება, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში, რთული მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში, დამატებით შეიძლება დადგინდეს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით ტრანსპორტის აღჭურვა. აღნიშნული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა გამოიწვევს სანქციებს“, - აღნიშნა ცანავამ. 

პარლამენტის ბიუროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი წარედგინა. ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის და წამყვან კომიტეტად იურიდიულ საქმეთა კომიტეტი განისაზღვრა, სავალდებულოდ - ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი. ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაში მთავრობა ჯერ იმ ზონებისა და გზის მონაკვეთების ჩამონათვალს განსაზღვრავს, სადაც გადაადგილება სპეციალური აღჭურვილობით იქნება სავალდებულო. ახალი რეგულაციით კანონდამრღვევი 100 ლარით დაჯარიმდება და მინუს 5 ქულით შემცირდება მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები