დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ირაკლი ქარქაშაძემ და გიორგი არსოშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ირაკლი ქარქაშაძემ და გიორგი არსოშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

2024-04-01 18:21:00

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აეროპორტებისგაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და ,,112"-ის დირექტორმა გიორგიარსოშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის  მიზანია ცენტრსა და აეროპორტების გაერთიანებას შორისთანამშრომლობის გაღრმავება.

დოკუმენტის თანახმად,  112 აეროპორტების გაერთიანების მომხმარებელთა კმაყოფილების დონისამაღლების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისმიზნით, ტრენინგების ციკლს ჩაატარებს.

,, მემორანდუმის ფარგლებში, იგეგმება სერვის პლიუსის და სტრესის მართვის ტრენინგების ჩატარება, ასევე სხვა იმ სერვისებთან დაკავშირებული ტრენინგების, რომელიც მგზავრთან ურთიერთობისას არის საჭირო. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-თან ჩვენი თანამშრომლობა არის პრეცედენტული. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და ცენტრის ხელმძღვანელობას ამ თანამშრომლობისა და შესაძლებლობისთვის. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ჩვენ მსგავსი ფორმატით ვთანამშრომლობთ,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

 სასწავლო ტრენინგები სერვის პლიუსსა და ეფექტურ კომუნიკაციაში ქუთაისის, მესტიის ამბროლაურის დასამომავლოდ, თელავის აეროპორტის თანამშრომლებისთვის ჩატარება იგეგმებასაჭიროების შემთხვევაშიშესაბამისი რეკომენდაციები შემუშავდება.

უახლესი

10 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები