დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ირაკლი ხელაძე: დიახ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ინტერესია დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდა, რაც არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამისა და პროექტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს“

ირაკლი ხელაძე: დიახ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ინტერესია დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდა, რაც არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამისა და პროექტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს“

2024-02-20 15:45:00

„თბილისის ბიუჯეტი 241 მილიონი ლარით იზრდება, რაც ჩვენი დედაქალაქისთვის უპრეცედენტოდმაღალი მაჩვენებელია“, - განაცხადა ქონების მართვისა და საფინანსო- საბიუჯეტო კომისიისთავმჯდომარემ საკრებულოს სხდომაზე.

 

როგორც ირაკლი ხელაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სხდომაზე როგორც ფინანსურ, ისექონებრივ ნაწილში მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციის მხრიდან ისმისბრალდებები, თითქოს დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მხოლოდ პარტიულ ინტერესებზეამორგებული.

 

„დიახ, სწორედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ინტერესია ბიუჯეტის ზრდა, რაც არაერთიმნიშვნელოვანი პროგრამისა და პროექტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს. სწორედ „ქართულიოცნების“ პარტიული ინტერესია ის, რომ თბილისს ჰქონდეს განახლებული საზოგადოებრივიტრანსპორტი, რათა გადაადგილება იყოს უსაფრთხო, სწრაფი და კომფორტული. ასევე ჩვენს ინტერესებშიშედის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, დედაქალაქში ახალი სკვერებისა და პარკებისმშენებლობა, ძველის რეაბილიტაცია და დამატებითი დენდროლოგიური ღონისძიებების ჩატარება, ასევესაბავშვო ბაღებისა და მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა“,  -  განაცხადა ირაკლიხელაძემ.

 

საკრებულოს წევრმა ოპოზიციონერ კოლეგებსაც მიმართა და მათი მხრიდან პოზიტივში ნეგატივისდანახვის მცდელობას სრული სიგიჟე უწოდა. მისივე თქმით, ოპოზიცია ტყუილების თქმით ცდილობსსაზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

 

„რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პარტიულ ინტერესს, ეს არის ქვეყნის შენების გაგრძელება სტაბილურობის, მშვიდობიანი პოლიტიკისა და უწყვეტი განვითარების გზით“, - განაცხადა ირაკლიხელაძემ და აღნიშნა, რომ მისი გუნდის მიზანია, რომ თბილისი ევროპული ქალაქი გახდეს.

 

ირაკლი ხელაძემ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და ოპოზიციის აღშფოთებასწორედ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დაუკავშირა.

 

მისი თქმით, ოპოზიციას სხვა გზა არ დარჩენია და ამიტომ ცდილობს ქაოსის შექმნას.

 

„დარწმუნებული ვარ, საზოგადოება გააკეთებს სწორ არჩევანს და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის უწყვეტიგანვითარების საშუალებას კვლავაც მისცემს“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები