დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იტალია სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებას მხარს უჭერს

იტალია სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებას მხარს უჭერს

2023-02-08 18:01:21

იტალია სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებას მხარს უჭერს.

ამის შესახებ Trans Adriatic Pipeline (TAP) კონსორციუმის მმართველმა დირექტორმა ლუკა შიპეტმა განაცხადა.

„როგორც იტალიის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მინისტრმა ჟილბერტო პიჩეტო-ფრატინიმ დაადასტურა, იტალიის სტრატეგია სამხრეთის გაზის დერეფნის გასწვრივ ტრანსპორტის მოცულობის ზრდას სრულ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს“,  - თქვა შიეპატიმ.

მისივე თქმით, კომერციული ოპერირების დაწყებიდან, TAP-მა 20 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი გადაიტანა, რითაც იტალიისა და ევროპის სხვა ქვეყნების მიწოდების უსაფრთხოება გააძლიერა.

ცნობისათვის, TAP-ი, რომელიც სამხრეთის გაზის დერეფნის ევროპულ ნაწილს წარმოადგენს, ყოველწლიურად იტალიას რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, ხოლო ერთი მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს აწვდის.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით, ევროპაში აზერბაიჯანული გაზის მიწოდება  2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო.

TAP-ის მეშვეობით აზერბაიჯანმა ისტორიაში პირველად, ევროპის ბაზარზე თავისი ბუნებრივი აირი მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება მოახდინა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები