დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი შემცირდა

ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი შემცირდა

2023-08-22 11:00:31

2023 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 2.8 პროცენტიანი კლება.

2023 წლის ივნისთან შედარებით ფასები 0.2 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.02 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება ნედლი ნავთობსა და ბუნებრივი აირზე (-17.9 პროცენტი).

ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.1 პროცენტი), რამაც 0.06 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. 

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების მატება კვების პროდუქტებზე (0.7 პროცენტი). გარდა ამისა, ფასების 4.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.42 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 2.9 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება სამთო-მოპოვებითი მრეწველობის და კარიერების დამუშავების სხვა პროდუქტებზე (17.2 პროცენტი);

• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები შემცირდა 3.4 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის კლებაზე -2.83 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები (-23.4 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (-19.7 პროცენტი); • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 0.7 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.01 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

• წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები შემცირდა 6.0 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე -0.17 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები