დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ივნისში ყველაზე მეტად ბოსტნეული, ბაღჩეული და ზეთი გაიაფდა

ივნისში ყველაზე მეტად ბოსტნეული, ბაღჩეული და ზეთი გაიაფდა

2023-07-03 11:08:27

2023 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 4.0 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -1.08 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-19.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-4.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-2.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-1.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.6 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა თევზეულზე (3.3 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.5 პროცენტით, რაც 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.8 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციაზე 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.0 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (1.3 პროცენტი).

პროცენტული ცვლილება წინა თვესთან შედარებით: 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები -3.2 ; წილი ინფლაციაში - 1.08

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო 1.0; წილი ინფლაციაში 0,07

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 0.2; წილი ინფლაციაში 0.00

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი 0,8; წილი ინფლაციაში 0,08  წილი ინფლაციაში

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა 0.4 წილი ინფლაციაში 0.02

ჯანმრთელობის დაცვა 0.3 წილი ინფლაციაში 0.03

ტრანსპორტი 1.5 წილი ინფლაციაში 0.17

კავშირგაბმულობა 0.1 წილი ინფლაციაში 0.00

დასვენება, გართობა და კულტურა -0.7 წილი ინფლაციაში - 0.02

განათლება 0.0 წილი ინფლაციაში 0.00

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 1.5 წილი ინფლაციაში 0.06

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება 0.0 წილი ინფლაციაში 0.00

 

 

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები