დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ჯორჯიან ეარლაინს გრუპი საქართველო-ჩინეთს შორის ფრენებით ინტერესდება

„ჯორჯიან ეარლაინს გრუპი საქართველო-ჩინეთს შორის ფრენებით ინტერესდება

2024-04-12 10:46:00

,,ჯორჯიან ეარლაინს გრუპის” პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარული რეისების გახსნასთან დაკავშირებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შეხვედრები გამართა.

ჩენგდუს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს უმოკლეს ვადებში სამგზავრო რეისების გახსნის, ტარიფებისა და სიხშირეების საკითხებზე. თამაზ გაიაშვილმა გამოთქვა მზაობა საქართველო-ჩინეთს შორის სამგზავრო გადაზიდვების ოპერირებასთან დაკავშირებით. ჩენგდუს ტიანფუს საერთაშორისო აეროპორტის ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია და ისაუბრეს ამ მიმართულებით მათი მხრიდან მხარდაჭერის შესაძლებლობებზე.

თამაზ გაიაშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის ლოჯისტიკური კომპანია QLD Logistics and DNJ Holding Company-სთან. მხარეებმა შეაჯამეს რეგულარული სატვირთო რეისების განხორციელების საკითხი. აღინიშნა, რომ

დაიწყო რეგულარული სატვირთო რეისები ჩენგდუდან თბილისში და თბილისიდან ევროპის სხვადასხვა მიმართულებით. პარტნიორმა მხარემ ინტერესი გამოხატა ავიარეისების სიხშირეების გაზრდის მიმართულებით.

საუბარი შეეხო სამგზავრო რეისების გახსნის პერსპექტივებსაც.

ჩარტერული რეისების მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ოპერატორთან

Chapman Freeborn Airchartering Consulting Shanghai-სთან შეხვედრაზე ისაუბრეს სიანი-თბილისი-ათენისა და სიანი-თბილისი-ბუდაპეშტის მიმართულებებით

სატვირთო რეისების გახსნის პერსპექტივებზე. მხარეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია სამგზავრო გადაზიდვების საკითხებზე.

თამაზ გაიაშვილმა შეხვედრა გამართა Hainan Avialink International Business Management-თან. განსახილველ საკითხებს შორის იყო “ჯორჯიან ეარლაინსის” მხრიდან

სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ჰაინანი-თბილისი- მილანის მიმართულებით, რომელიც აპრილის ბოლომდე გაიხსნება.

ასევე განიხილეს სამგზავრო გადაზიდვების კუთხით ჰარბინი-თბილისი, ხაიქოუ-თბილისი და თბილისიდან ევროპის მიმართულებების ათვისების საკითხი.

აღსანიშნავია, რომ ჰაინანის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში “ჯორჯიან ეარლაინსის” წარმომადგენლობა გაიხსნება.

შეხვედრა გაიმართა კომპანია Boeing-ის რეგიონალურ წარმომადგენელთან, Shangxi Delong United-Aviation Co. LTD-სთან და New Fly Logistics International-თან. მხარეებმა ისაუბრეს სამგზავრო და სატვირთო მიმართულებებით რეგიონში თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

ჰონგ კონგის ერთ-ერთ უმსხვილეს ლოჯისტიკურ კომპანია Hongkong Airlink Aviation-თან “ჯორჯიან ეარლაინს გრუპის” პრეზიდენტმა, ჰონგ კონგიდან და მაკაოდან თბილისში და თბილისიდან ევროპისა და აზიის მიმართულებით ჩარტერული და რეგულარული ფრენების პერსპექტივები განიხილა. საუბარი შეეხო

ჰონგ კონგიდან თბილისში და თბილისიდან პარიზის, ლიეჟისა და ამსტერდამის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვების კუთხით სამომავლო პროექტებს.

შეხვედრებს ესწრებოდნენ “ჯორჯიან ეარლაინსის” გენერალური დირექტორი ირაკლი მეზვრიშვილი და პირველი მოადგილე ცისია ფანჩვიძე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები