დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ჯორჯიან ეარვეისმა“ სიჩუანის  საერთაშორისო ტურიზმის დეპარტამენტთან საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარული სამგზავრო რეისების გახსნის შესახებ  მემორანდუმი გააფორმა

„ჯორჯიან ეარვეისმა“ სიჩუანის საერთაშორისო ტურიზმის დეპარტამენტთან საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარული სამგზავრო რეისების გახსნის შესახებ მემორანდუმი გააფორმა

2024-04-12 13:00:00

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისმა” და სიჩუანის საერთაშორისო ტურიზმის დეპარტამენტმა საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარული სამგზავრო რეისების გახსნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს.

ხელმოწერის ცერემონია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში გაიმართა. ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს “ჯორჯიან ეარლაინს გრუპის” პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა და სიჩუანის ტურიზმის დეპარტამენტის გენერალურმა მდივანმა და სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ დენგ ფანგმა.

მემორანდუმი თბილისსა და ჩენგდუს შორის ეკონომიკური, კულტურული და ბიზნეს ურთირთობების ხელშეწყობას გულისხმობს. მემორანდუმის ფარგლებში, ივნისიდან, დაგეგმილია “ჯორჯიან ეარვეისის” მიერ რეგულარული სამგზავრო რეისების შესრულება ჩენგდუ-თბილისის-ჩენგდუს მიმართულებით და თბილისიდან ავიაკომპანიის ოპერირებული ევროპის მიმართულებების ათვისება. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ავიაბილეთების რეალიზაციის თანამედროვე პლატფორმების დანერგვისა და ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის საკითხები. ღონისძიებას ესწრებოდნენ სიჩუანის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ევრაზიის განყოფილების ხელძღვანელი იუან ჰონლინგი, სიჩუანის საერთაშორისო ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი, “ჯორჯიან ეარლაინსის” გენერალური დირექტორი ირაკლი მეზვრიშვილი და პირველი მოადგილე ცისია ფანჩვიძე.

თბილისი-ჩენგდუ-თბილისის მიმართულებით რეგულარული სამგზავრო რეისებთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი ასევე კომპანია QLD Logistics-სთან გაფორმდა. საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარული ავიარეისების გახსნის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები