დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
10 თვეში აზერბაიჯანში ჩასული უცხოელი ვიზიტორების 4.8% საქართველოზე მოდის

10 თვეში აზერბაიჯანში ჩასული უცხოელი ვიზიტორების 4.8% საქართველოზე მოდის

30-11-2023 10:20:50

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანში ჩასული უცხოელი ვიზიტორების 4.8% საქართველოზე მოდის. როგორც აზერბაიჯანული მედია სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, 2023 წლის 10 თვეში აზერბაიჯანში 186 ქვეყნიდან 1723,6 ათასი უცხოელი ვიზიტორი ჩავიდა. ეს მაჩვენებლები კი 30,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანში ჩასული ვიზიტორებიდან 30.7%-ი რუსეთის ფედერაციაზე მოდის, 17.9% თურქეთზე, 7.7% ირანზე, 5.1% ინდოეთზე, 4.8% საქართველოზე, 4.1% საუდის არაბეთზე. აზერბაიჯანში ჩასული უცხოელი ვიზიტორების 2,8% - ყაზახეთიდან, 2,5% - პაკისტანიდან, 1,9% - არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, 1,8% - უზბეკეთიდან, 1,6% - ისრაელიდან, 1,5%-1,5%-ი კი უკრაინიდან და ქუვეითიდან ჩავიდნენ, ასევე 1,4% მოდის ბელორუსიაზე, 1,2%-1,2%-ი თურქმენეთსა და ჩინეთზე, 1,1% - დიდი ბრიტანეთზე და 1,2%  სხვა ქვეყნებზე.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები