დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს „დასავლელი ფერმერი“ თბილისში რამდენიმე საფირმო მაღაზიის გახსნას გეგმავს

2024 წელს „დასავლელი ფერმერი“ თბილისში რამდენიმე საფირმო მაღაზიის გახსნას გეგმავს

05-12-2023 17:00:52

2024 წელს  „დასავლელი ფერმერი“ თბილისში რამდენიმე საფირმო მაღაზიის გახსნას გეგმავს. მომავალი წლის გეგმებშია ასევე საფირმო მაღაზიის გახსნა ქუთაისშიც. 

„იმერული გემოს“ პროდუქცია თბილისში უკვე 2 საფირმო მაღაზიაში იყიდება.

„დასავლელი ფერმერი“ თბილისში უკვე ორი სავაჭრო ობიექტს ფლობს. პირველი მაღაზია ზაჰესში ოქტომბრის დასაწყისში გახსნეს, ხოლო მეორე მაღაზია უკვე გლდანში, დეკემბრის დასაწყისში გაიხსნა. 

„დასავლელი ფერმერის“ საფირმო მაღაზიებში შესაძლებელია კომპანიის მიერ წარმოებული ნედლი და გაყინული ქათმის ასორტიმენტისა და ასევე კვერცხის შეძენა.

თუმცა როგორც Business Insider Georgia-სთან „დასავლელი ფერმერის“ დირექტორის მოადგილემ ზურაბ წერეთელმა განაცხადა, მაღაზიაში ასორტიმენტის ზრდა მოხდა და ხორც-პროდუქტების გარდა უკვე ყველიც იყიდება. იგეგმება ასევე რძის გარდა სხვა პროდუქტების დამატება. განიხილება ასევე სუნელების რეალიზაციაც.

ზურაბ წერეთლის თქმით, რძის პროდუქტები ადგილობრივი ფერმერების მიერ არის დამზადებული, რომელსაც კომპანია იბარებს და შემდგომ მის რეალიზებას ახდენს. 

2023 წელს 2022 წელთან შედარებით „დასავლელი ფერმერის“ რეალიზების მაჩვენებელი 10%-ითაა გაზრდილი. 

აღსანიშნავია, რომ „დასავლელი ფერმერი“ ბაზარზე უკვე 15 წელია ოპერირებს, თუმცა შეფუთვა და ბრენდირება კომპანიამ 2-3 წლის უკან დაიწყო და საცალო ქსელში „იმერული გემო“-ს საფირმო ნიშნით პოზიციონირებს. 

„დასავლელი ფერმერის“ პროდუქცია წარმოდგენილია სუპერმარკეტების ქსელში „დეილი“, „ზღაპარი“ და „ფემილი“. იმავდროულად კომპანია პროდუქციის შეტანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს „ორ ნაბიჯთან“.

„დასავლელი ფერმერის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ გაზრდილი რეალიზაციის ფონზე დღის წესრიგში დგება წარმოების გაფართოებაც.

იმერეთში, მდინარე წყალწითელას ხეობაში, ქალაქ ქუთაისის მიმდებარედ განთავსებული მეფრინველეობის ფერმა „დასავლელი ფერმერი“ ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის პროდუქტს აწარმოებს. სამუშაო პროცესის ყველა საფეხური HAACP-ის სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები