დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს, ნომინალური მშპ-ის პროგნოზი 86 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მშპ 1 სულ მოსახლეზე $8500 მეტი იქნება - ირაკლი ღარიბაშვილი

2024 წელს, ნომინალური მშპ-ის პროგნოზი 86 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მშპ 1 სულ მოსახლეზე $8500 მეტი იქნება - ირაკლი ღარიბაშვილი

27-11-2023 14:48:15

კონსერვატიული დაგეგმვის პირობებში ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 86 მილიარდი ლარი გამოგვივიდა, 2012 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა იყო  დაახლოებით 27 მლრდ ლარი, ბოლო 11-12 წელიწადში ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2027 წელს ქვეყნის ეკონომიკა იქნება მინიმუმ 108 მილიარდი ლარი და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია ბოლო პერიოდში.

„მე მინდა დღეს მნიშვნელოვან საკითხებზე გავაკეთო განცხადება, გავავრცელო და მივაწოდო ინფორმაცია ჩვენს საზოგადოებას. პირველ რიგში მე მინდა გითხრათ, რომ დღეს განვიხილავთ უკვე ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ ბოლო სამი თვის განმავლობაში, შეიძლება ითქვას პარლამენტთან, მთავრობაშიც, რა თქმა უნდა, მინისტრებთან სათითაოდ გავიარეთ ყველა ის საკითხი და ინიციატივა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ 2024 წელს.

პარლამენტთან გვქონდა ძალიან ინტენსიური და ნაყოფიერი მუშაობა და საბოლოო ჯამში, დღეს წარმოვადგენთ ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ბიუჯეტი გამოვიდა. მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ჩართულ ადამიანს, ჩვენი გუნდის წევრს, ფინანსთა მინისტრს და მის გუნდს, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა ახალ ბიუჯეტზე. მოკლედ შევაჯამებდი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ ძირითად პარამეტრებს, რომელიც გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში. მინდა ვთქვა, რომ კვლავაც ბიუჯეტი დაგეგმილი არის კონსერვატიულად. ჩვენ ჩავდეთ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა.

ასევე, ძალიან შემცირებულია ბიუჯეტის დეფიციტი, 2,5% იქნება დეფიციტი და შემდგომ წლებშიც გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ეს შემცირების ტენდენცია. მთავრობის ვალი 38% იქნება მშპ-სთან, რაც ასევე ძალიან დაბალია და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 3 წელიწადში მოვახერხეთ მნიშვნელოვანი შემცირება მთავრობის ვალის და მომდევნო წლებშიც შემცირების ტენდენცია იქნება. კონსერვატიული დაგეგმვის პირობებში, მეგობრებო, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 86 მილიარდი ლარი გამოგვივიდა.

მე შევახსენებ კიდევ ერთხელ საზოგადოებას, რომ 2012 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა იყო  დაახლოებით 27 მილიარდი ლარი. ანუ, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა ბოლო 11-12 წელიწადში, შეიძლება ითქვას. 86 მილიარდი ლარი. და დოლარში  8500 დოლარს გადააჭარბებს უკვე, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით პერ კაპიტა იქნება 8500 დოლარი. აქაც დოლარში გვაქვს გაორმაგება ბოლო 11 წელიწადში. ჩვენი პროგნოზით, უკვე 2027 წელს ქვეყნის ეკონომიკა იქნება 108 მილიარდი ლარი, ესეც მინიმუმ, ასეთი პროგნოზი გვაქვს ჩვენ და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია ბოლო პერიოდში.

ამ პარამეტრებიდან გამომდინარე, 2024 წლის საერთო, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი, ანუ ჩვენ კიდევ გავზარდეთ, ჩვენ ამის თაობაზე მოგახსენებთ დეტალურად. იცით რომ, აღარ გავიმეორებ, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა, ძალიან მნიშვნელოვანი, ხელშესახები ინიციატივები დავაანონსეთ და ამ პროექტებს განვახორციელებთ 2024 წელს, მათ შორის პენსიების ზრდა, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდა. 600 მილიონამდე დამატებით გავუზარდეთ განათლებას, რომელიც მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას და სკოლების, ბაღების მშენებლობას. ბაღები ცალკე უნდა აღვნიშნოთ, სკოლების მშენებლობას და რეაბილიტაციას. ყველა მიმართულებით, კიდევ გავიმეორებ, მნიშვნელოვანი, ხელშესახები სიახლეები და ცვლილებები გვექნება 2024 წელს",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები