ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2024 წელს თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობა გაგრძელდება. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა მედიას განუცხადა, თუმცა პროექტის ღირებულება და ბიუჯეტი არ დაასახელა.
“რაც შეეხება რუსთავი-თბილისის გზის მშენებლობას, მომდევნო წელს გათვალისწინებულია ამ გზის მშენებლობის გაგრძელება და ეს განხორციელდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ“, - განაცხადა ხუციშვილმა.
თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით ახორციელებდა. პროექტი საერთაშორისო მნიშვნელობის „თბილისი-წითელი ხიდი“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას ითვალისწინებდა.
ავტომაგისტრალის სიგრძე 17.4 კილომეტრია.
ავტომაგისტრალის დარჩენილი 3.2 კმ. მონაკვეთის მშენებლობა, მოსახლეობის პროტესტის გამო, შეჩერდა და გაურკვეველი ვადით გადაიდო.
უახლესი