21 აპრილს, გუდაურში, სათხილამურო სეზონი დასრულდება. 2023-24 წლის ზამთრის სასრიალო სეზონი დატვირთული და მრავალფეროვანი იყო გუდაურისთვის.
M.T.A Gudauri-ს ინფორმაციით, კურორტმა მსოფლიო თასს, ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს, არაერთ ლოკალურ სპორტულ-გასართობ ღონისძიებას და უამრავ დამსვენებელს უმასპინძლა თოვლიან ფერდობებზე.
კვირის ჩათვლით, საბაგიროები და ტრასები იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში, 09:00-დან 16:00 საათამდე.
უახლესი