სამი დღის განმავლობაში, 3-5 დეკემბერს ბათუმში საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების ფრანგი, ბელგიელი, ლატვიელი შეფები, რესტორატორები თურქ და ქართველ სპიკერებთან ერთად გასტრონომიული ტურიზმის ტენდენციებსა და გამოწვევებზე ისაუბრებენ, ადგილობრივი შეფებისთვის კი კერძების მომზადების მასტერკლასებს ჩაატარებენ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პირველ გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმი“ რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვის მიზნით ატარებს.
როგორც ფორუმის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ფორუმის პირველ დღე სხვადასხვა მნიშვნელოვან თემას დაეთმობა, მათ შორის ისაუბრებენ ისეთ საკითხზე, როგორიც არის განათლების როლი გასტრონომიის განვითარებაში, , გასტრონომიული კონფერენციების, კულინარიული შეჯიბრების შედეგები და მნიშვნელობა, ბასკეთის მაგალითი „როგორ შეიძლება იქცეს რეგიონი გასტრონომიის მექად“, უძველესი ქართული გასტრონომიული კულტურა და სხვა.
ფორუმის მეორე და მესამე დღეს ჩატარდება კულინარიულ მასტერკლასები, რომლის ფარგლებშიც უცხოელი შეფები ადგილობრივი შეფ-მზარეულებისთვის თევზის, ხორცისა და სოუსების მომზადების მასტერკლასებს ჩაატარებენ. ასევე იგეგმება ვიდეორეცეპტების მომზადება, რომლის ნახვაც მსურველებს serviceajara.ge -ზე შეეძლებათ.
ევროპელ შეფებთან ერთად ფორუმზე სპიკერებადაა მოწვეული PALOMA finesse hotels პალომას სასტუმროების აღმასრულებელი შეფი თურქეთიდან, FERRANDI – Paris სკოლის (გასტრონომია და ტურიზმი) საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი საფრანგეთიდან, ქართველი შეფები და რესტორატორები გიორგი ნინუა, გურამ ბაღდოშვილი და გასტრონომიის მკვლევარი, ექსპერტი დალილა ცატავა. ფორუმზე დასწრება შეფებს, მზარეულებს, რესტორატორებს და ზოგადად, გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირებს შეუძლია.
დასწრება უფასოა და მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია დეპარტამენტის სერვისის განვითარების ვებ-გვერდზე https://serviceajara.ge/Trainings/1/ უნდა გაიარონ.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი
32 წუთის წინ
რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა კონცენტრაციისას3 საათის წინ
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ