მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

4 მლნ-ზე მეტი მგზავრი და 28%-იანი ზრდა - როგორია საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადის სტატისტიკა

news image

საქართველოს აეროპორტებმა 2024 წლის იანვარ-ივლისში პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 33%-იანი ზრდა აჩვენეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 4 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 28%-ით მეტია 2023 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 80%-ით მეტი ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტები პანდემიამდელ პერიოდში ანუ 2019 წლის იანვარ-ივლისში 3 061 750 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-ივლისში  2 263 872 მგზავრს, 2023 წლის იანვარ-ივლისში 3 180 226 მგზავრს, ხოლო 2024 წლის იანვარ-ივლისში კი 4 066 142 მგზავრს.

2024 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 643 874 მგზავრს მოემსახურა, რაც 34%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის იანვარ-ივლისში აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა. 2023 წლის იანვარ-ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 969 343 მგზავრს, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 1 515 931 მგზავრს, ხოლო 2019 იანვარ-ივლისში კი 2 254 691 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2024 წლის 7 თვის 2019 წლის 7 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 17%-იანი ზრდაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 74%-იანი ზრდა.

2019 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით მგზავრთნაკადის 39%-იანი ზრდაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2024 წლის იანვარ-ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 482 023 მგზავრი გაატარა, რაც 43%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 54%-ით მეტი 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წლის 7 თვის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 336 250 მგზავრს, 2022 წლის იანვარ-ივლისში 313 032 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივლისში კი 347 765  მგზავრს მოემსახურა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2024 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 105%-იანი ზრდა აჩვენა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 118%-იანი ზრდა

2019 წლის 7 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 449 700 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-ივლისში 422 000 მგზავრს, 2023 წლის 7 თვეში 856 471 მგზავრს, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 921 029 მგზავრს.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა