დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
5 დეკემბერს თბილისს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვევა

5 დეკემბერს თბილისს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვევა

04-12-2023 13:03:27

5 დეკემბერს ქალაქ თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია - უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, უზბეკეთის სრულუფლებიანი ელჩი, უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსი,  უზბეკეთის რესპუბლიკის ტურიზმის სამმართველოს ხელმძღვანელი და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 დელეგაციას ოფიციალურად უმასპინძლებს ქართულ უმსხვილესი ტურისტული კომპანია ჩექინ თრეველი.

სასტუმრო ბილტმორში ოფიციალურად მოეწერება ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს ჩექინ თრეველის გენერალურ დირექტორს ია გედავანიშვილსა და უზბეკეთის სრულ უფლებიან ელჩს ბატონ ბახრომ აშრაფხანოვს Bakhrom Ashrafkhanov - ს შორის. მემორანდუმი გულისხმობს საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკებს შორის მჭიდრო ეკონომიკური, ტურისტული და სოციალური ურთიერთობების მხარდაჭერასა და განვითარებას.

 ერთობლივი ძალებით საქართველო და უზბეკეთი მთავარ მოთამაშეებად უნდა იქცნენ აბრეშუმის გზაზე.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის ტურისტულ სეზონზე ჩექინ თრეველმა უმასპინძლა 33 პირდაპირ ჩარტერულ რეისს უზბეკეთის რესპუბლიკიდან, რაც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობაა. კომპანია ჩექინ გრუპი ოფიციალურად დასახელდა უზბეკეთის მთავარ მასპინძელ ორგანიზაციად, რომლსაც უდიდესი კონტრიბუცია შეაქვს ქვეყნის ეკონომიკაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები