დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
7 დეკემბერს ენერგოომბუდსმენის სამსახური 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

7 დეკემბერს ენერგოომბუდსმენის სამსახური 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

06-12-2023 16:42:44

7 დეკემბერს სემეკთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენის) სამსახური აღნიშნავს 20 წლის იუბილეს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. აგრეთვე, იუბილეს დაესწრებიან უფლებადამცველი ორგანიზაციები და სხვა მოწვეული სტუმრები.
 
ღონისძიება გაიმართება საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ლ. გუდიაშვილის ქ. №7,  დასაწყისი 11:00 საათზე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები