დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აჭარაში საგაზაფხულო ტრენინგები დაიწყო

აჭარაში საგაზაფხულო ტრენინგები დაიწყო

2024-04-02 16:27:00

აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები დაიწყო. პირველ ეტაპზე, თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები განთავსებისა და კვების ობიექტების მიმტანებს უტარდებათ. მაგიდის სერვირება, სტუმრისთვის კერძებისა და სასმელების შეთავაზების სტანდარტები, შეკვეთის მიღების წესები, კონფლიქტური სიტუაციების მართვა, სტუმრების მისალმება და მაგიდასთან მიპატიჟება მცირე ჩამოანათვალია იმ საკითხებისა, რომელსაც მიმტანები ტრენინგებისას გაეცნობიან. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საგაზაფხულო ტრენინგები ასევე ჩატარდება სომელიებისთვის, ბარისტებისთვის, დასუფთავსების სამსახურისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის. მოკლე ვადიანი თეორიულ-პრაქტიკული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს სპიკერების საჯარო ლექციებსა და სომელიების სერტიფიცირებულ ტრენინგ-კურსსაც. საგაზაფხულო ტრენინგებზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეუძლიათ. ტრენინგების განრიგი დეპარტამენტის სერვისის განვითარების ვებ-გვერდზეა serviceajara.ge განთავსებული და მასზე რეგისტრაცია ონლაინაა შესაძლებელი. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები