ეგვიპტურმა ავიაკომპანია Air Cairo-მ, რომელიც საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლებას საახალწლოდ გეგმავდა და ტურისტული კომპანიების მიერ 31 დეკემბრის რეისზე ბილეთები აქტიურად იყიდებოდა, ფრენები გადადო.
როგორც ირკვევა გაუქმებულია Air Cairo-ს იანვრის რეისებიც, შესაბამისად, ავიაკომპანია შარმ-ელ-შეიხი-თბილისი-შარმ-ელ-შეიხის საჰაერო ხაზზე ფრენებს არც იანვრის განმავლობაში განახორციელებს.
ცნობისათვის, Air Cairo შარმ-ელ-შეიხსა და თბილისს შორის ოპერირებას კვირაში 1 სიხშირით გეგმავდა, თუმცა საავიაციო ხელისუფლების მხრიდან ნებართვა კვირაში 2 სიხშირეზე ჰქონდა.
Air Cairo საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და თბილისის მიმართულებით ფრენებს შარმ-ელ-შეიხიდან და ჰურგადადან ახორციელებდა.
Air Cairo წარმოადგენს EGYPT AIR-ის წილობრივ საკუთრებაში მყოფ შვილობილ ავიაკომპანიას, რომელიც დაბალ ტარიფიან (Low Cost) მოდელზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს მგზავრებს.
უახლესი
10 საათის წინ
„ნუშიკოს ბაღი“ გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას გეგმავს12 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა12 საათის წინ
ბათუმში, Grand Mall-ში კავეას კინოთეატრი გაიხსნა13 საათის წინ
თიბისის მობალბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა