დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ახალი სასერტიფიკატო კურსები წლის საუკეთესო პროექტია, რომელიც წამოვიწყეთ - ,,კოლაიდერი"

ახალი სასერტიფიკატო კურსები წლის საუკეთესო პროექტია, რომელიც წამოვიწყეთ - ,,კოლაიდერი"

06-12-2023 09:00:50


Collider/კოლაიდერი მიმდინარე წელს აჯამებს და აცხადებს, რომ წლევანდელმა შედეგმა მოლოდინი გაამართლა. როგორც ცნობილია, ,,კოლაიდერმა" ზაფხულში შექმნა სასწავლო აკადემია და გააერთიანა თავისი ქუდის ქვეშ Collider generation/ კოლაიდერის თაობა, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიის დირექტორი ანანო ჭიჭაღუა Business Insider Georgia-თან აცხადებს.
,,ძალიან ნაყოფიერი სეზონი გვაქვს, 2023 წელს საუკეთესო შედეგით ვხურავთ.  ბევრი ცვლილება განვახორციელეთ, მათ შორის, ახალი პროექტი ,,სასერტიფიკატო კურსები", რომელიც  საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ხუთი  თვეა, რაც გაიხსნა და ჩვენი სერტიფიკატით რამდენიმე სტუდენტი დასაქმდა კიდეც, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია. ათი კურსი ჩატარდა და თითოზე საშუალოდ 10 სტუდენტი ირიცხებოდა. მათი უმეტესობა ქართველები არიან, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდანაც დაფიქსირდა მოთხოვნა. ამ მიმართულებით მუშაობას მომავალ წელსაც გავაძლიერებთ. მეტი წარმატების და მეტი საქმის კეთების წელი წინ გველოდება", - აცხადებს ანანო ჭიჭაღუა.
რაც შეეხება სასერტიფიკატო კურსს, როგორც ,,კოლაიდერის" დირექტორი განმარტავს, მომხმარებლებს შეუძლიათ დაეუფლონ ვებ-დეველოპმენტს, გრაფიკულ დიზაინს, ფოტოგრაფიას, ციფრული მარკეტინგსა და სხვა. „კოლაიდერი" კურსდამთავრებულებს დასაქმებაშიც დაეხმარება, რაც სწავლების მსურველებისთვის დიდი უპირატესობაა.
„კოლაიდერი“ არის სივრცე, რომელიც განსხვავებულ პროფესიებს, პროფესიონალებს, ინფორმაციებს, უბრალოდ საინტერესო ადამიანებს აერთიანებს და სრულად მათზე  მორგებულ, უნიკალური ტიპის საერთო სამუშაო კომუნას სთავაზობს.
თბილისში „კოლაიდერი“ ოფიციალურად 2021 წლის 7 სექტემბერს გაიხსნა. 
კომპანია სტაბილურად ათ ადამიანს ასაქმებს.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები