დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„აქვალიას“ ვუყურებთ როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, რომლის ამოცანაა, წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ჩადოს - დავით ნარმანია

„აქვალიას“ ვუყურებთ როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, რომლის ამოცანაა, წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ჩადოს - დავით ნარმანია

2024-02-29 15:49:00

ჩვენ კომპანია „აქვალიას“ ვუყურებთ როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, რომელსაც გრძელვადიანი ამოცანა აქვს, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.

მისი თქმით, თავის დროზე, როდესაც „აქვალია“ შემოდიოდა GWP-ში და იყიდა კომპანიის 80%-იანი წილი, კანონმდებლობის თანახმად, სემეკის მიერ გაიცა თანხმობა.

„კომპანია „აქვალიას“ ვუყურებთ როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, რომელსაც გრძელვადიანი ამოცანა აქვს, რომ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდოს წყალმომარაგების სექტორში და უკეთ გაიმართოს წლის მიწოდების სისტემა, შემცირდეს ავარიები და საბოლოო ჯამში მომხმარებელი იყოს უფრო მეტად კმაყოფილი. ამ თვალსაზრისით რამდენიმე პრაქტიკული ნაბიჯი უკვე გადაიდგა, მათ გასული წლის ბოლოს მოიტანეს საინვესტიციო პროექტები, რომელიც კომისიამ დეტალურად განიხილა. 

„აქვალიამ“600 მლნ-ზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტები წარმოადგინა, საბოლოო ჯამში 364 მლნ-მდე პაკეტზე შევითანხმეთ თბილისის, რუსთავის და მცხეთის მუნიციპალიტეტებისთვის, სადაც კომპანია ოპერირებს.

ასევე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და გაცემული რეკომენდაციით, თბილისის წყალი და რუსთავის წყალი გაერთიანდა და დღეს GWP ოპერირებს სამივე მუნიციპალიტეტში. ამით ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა მოხდება, მეორეს მხრივ მმართველობითი ეფექტიანობა გაიზრდება.

ამიტომ 1-ლი იანვრიდან ერთი კომპანიას ახალი ტარიფი დავუდგინეთ. ტარიფის ზრდა შეეხო ამ ეტაპისთვის, მხოლოდ, კომერციულ სექტორს და 3 წლის განმავლობაში აქაც წყალმომარაგების ტარიფები იქნება უცვლელი.

მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებული პროექტების განხორციელების შედეგად უნდა შეამცირდეს მასშტაბური ავარიები და იმ ლოკაციებზე, სადაც მომხმარებელს ხშირად უწყდება წყალმომარაგება  იქ უნდა გამოიცვალოს  სისტემები, უნდა გაუმჯობესდეს სატუმბი სადგურები. იქ, სადაც წნევის პრობლემებია და არ მიეწოდება მომხმარებელს საკმარისი წნევით წყალი უნდა მოხდეს შესაბამისი ტექნიკური რეგულირება და მოიმატებს წნევები. არის ასევე ცალკეული სატუმბი სადგურები გასაკეთებელი. ამ ყველაფერს მოემსახურება ის ინვესტიციები, რომელიც სემეკთან შეთანხმდა“, - აღნიშნავს სემეკის თავმჯდომარე.

დავით ნარმანიას თქმით, სემეკი არამხოლოდ ინვესტიციებს ითანხმებს, არამედ შემდეგ ახდენს ამ ინვესტიციების ეფექტიანად განხორციელების მონიტორინგს. 

„რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, ერთ-ერთი თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე მთლიანად გამოიცვლება წყალმომარაგების და წყალარინების სისტემები. რადგანაც ძალიან ხშირია აღნიშნულ ტერიტორიაზე ავარიები და როდესაც იქ ავარიებია მთელი მიკრორაიონები ითიშება. კომპანიას ტექნიკური პროექტი უკვე მზად აქვს, რომ სამუშაოები მალე დაიწყოს და პრობლემა მოგვარდეს.

„აქვალიას“ 100-ზე მეტ ქალაქში ოპერირების გამოცდილება აქვს და აქვთ სტრატეგიული ხედვა. რა პრობლემებია სისტემაში კარგად ვიცით, რადგან მარეგულირებელს პულსზე უდევს ხელი. იგივე ბოლო, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, კომპანიას ართმევს ფულს და უბრუნებს მომხმარებელს, მაგრამ ეს იყო აუცილებელი, რადგანაც ჩვენ გაქვს 2 კომპონენტიანი ტარიფი.

ტარიფი, რომელსაც ვადგენთ შედგება წყალმომარაგების და კანალიზაციის ტარიფისგან და შესაბამისად არის ცალკეული უბნები, სადაც ჯერ არ არის განვითარებული საკანალიზაციო ქსელი და შესაბამის მომსახურებას არ ეწევა და დარიცხვას ახორციელებდა სრული ტარიფით.

ამიტომაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და კომპანია დაჯარიმდა და  6 მლნ ლარზე მეტს მომხმარებელს უკან დაუბრუნებს. შესაბამისად ახლა ხდება ამ ბაზების დალაგება/მოწესრიგება. უფრო სწორედ მომხმარებელს ეს თანხა ბალანსზე დაუჯდება და მოხდება შემდეგ გამოქვითვა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები