დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ალკოჰოლზე 22%-ით მეტი აქციზური მარკა გაიცა

ალკოჰოლზე 22%-ით მეტი აქციზური მარკა გაიცა

2023-11-27 15:00:51

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ალკოჰოლური სასმელების წარმოებისთვის თუ რეალიზაციისთვის 13,580,940 აქციზური მარკაა გაცემული, რაც 22%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან.

როგორც შემოსავლების სამსახურის სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2022 წლის 10 თვეში ალკოჰოლზე (ადგილობრივი, იმპორტი) სულ გაცემულია 11 096 273 აქციზური მარკა.

მიმდინარე წელს ყველაზე მეტი მარკა ივნისშია გაცემული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ რაოდენობის ალკოჰოლური სასმელი ჩაეშვა სარეალიზაციო ქსელში. შესაძლოა, კომპანიამ წინასწარ მოახდინა მარაგის გაკეთება. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით ალკოჰოლზე 1 765 450 აქციზური მარკაა გაცემული.

თუ ბოლო წლების სტატისტიკას გადავხედავთ, წლიურ ჭრილში ყველაზე მეტი აქციზური მარკა ალკოჰოლზე 2022 წელსაა გაცემული (15,383,733 ერთეული აქციზური მარკა). 

2016-2022 წლებში გაცემული აქციზური მარკების (ალკოჰოლზე) სტატისტიკა ასე გამოიყურება: 

  • 2022 წელს - 15,383,733  
  • 2021 წელი - 10,916,303
  • 2020 წელი - 8,362,878
  • 2019 წელი - 10,359,628
  • 2018 წელი - 9,860,049 
  • 2017 წელი - 8,898,548
  • 2016 წელი - 6,822,351

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები