დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Amelie Flowers Shop-მა საჩუქრების ხაზი დაამატა

Amelie Flowers Shop-მა საჩუქრების ხაზი დაამატა

2024-03-04 12:56:00

Amelie Flowers Shop/ ყვავილების მაღაზია „ამელის“ თანადამფუძნებელი ნუკა ჩოხელი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ სასაჩუქრე ხაზი დაამატეს და მომხმარებელი თაიგულის შეძენისას კომპანიისგან საჩუქრად სუვენირს მიიღებს.

„საჩუქრების ხაზი დავამატეთ, რაც ჩვენი დიდი ხნის სურვილი იყო. ეს არ სუვენირები, ლარნაკები, ყვავილების ჩანთები, ლარნაკები, იტალიური შოკოლადები, რომელიც იქნება ხარისხიანი და სამახსოვრო“, - ამბობს ნუკა ჩოხელი.

Amelie Flowers Shop-მა საჩუქრების ხაზი სადღესასწაულო დღეებში დაამატა.

„საჩუქრების ხაზი უფრო მრავალფეროვანი გახდება, რადგან რამდენიმე კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკება ნიდერლანდებში, რომელიც ექსკლუზიურ სუვენირებსა და ლარნაკებს მოგვაწოდებს. მომხმარებლისთვის საჩუქრის მისაღებად შესყიდვის ლიმიტი არ არის განსაზღვრული, რადგან ჩვენთან ონლაინ 60 ლარზე დაბალი ღირებულების კომპოზიცია არ იყიდება. ონლაინ შესყიდვისას, თაიგულს მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში ემატება საჩუქარი“, - ამბობს ნუკა ჩოხელი.

ყვავილების მაღაზია „ამელი“, ფალიაშვილის 68 ნომერში მდებარეობს და ბაზარზე 9 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიაში სრულ განაკვეთზე 18 თანამშრომელი მუშაობს, ღონისძიებების დაგეგმვისას კი „ამელი“ დამატებით 50 ადამიანს ასაქმებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები