საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2024 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი (745.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 24.8%-ით (91.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.5% იმ 22 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აპრილში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 22 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 95.9% მოდიოდა.
|
ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი) |
წილი მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში |
ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი |
სულ |
278.51 |
100.00% |
-24.8% |
ევროკავშირის ქვეყნები |
116.41 |
41.80% |
12.52% |
დანარჩენი ქვეყნები |
162.10 |
58.20% |
-39.26% |
მათ შორის: |
|
|
|
იტალია |
45.80 |
16.45% |
12.10% |
საბერძნეთი |
21.91 |
7.87% |
7.39% |
გერმანია |
20.71 |
7.44% |
15.00% |
ესპანეთი |
5.61 |
2.01% |
8.92% |
ირლანდია |
5.15 |
1.85% |
43.27% |
საფრანგეთი |
4.94 |
1.77% |
13.31% |
პოლონეთი |
2.89 |
1.04% |
21.39% |
კვიპროსი |
1.79 |
0.64% |
11.12% |
ნიდერლანდები |
1.40 |
0.50% |
4.16% |
ბელგია |
1.12 |
0.40% |
14.74% |
რუსეთის ფედერაცია |
49.13 |
17.64% |
-69.32% |
აშშ |
46.31 |
16.63% |
35.39% |
ისრაელი |
19.89 |
7.14% |
17.25% |
ყაზახეთი |
12.25 |
4.40% |
-37.91% |
თურქეთი |
8.09 |
2.90% |
-12.40% |
ყირგიზეთი |
5.52 |
1.98% |
60.68% |
აზერბაიჯანი |
3.73 |
1.34% |
-22.23% |
გაერთიანებული სამეფო |
3.41 |
1.23% |
-5.46% |
კანადა |
2.08 |
0.75% |
8.37% |
არაბთა გაერთიანებული საამიროები |
1.76 |
0.63% |
27.42% |
იორდანია |
1.22 |
0.44% |
357.11% |
საუდის არაბეთი |
1.19 |
0.43% |
30.23% |
2024 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 30.4 მლნ აშშ დოლარი (81.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის აპრილის (28.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.9%-ით მეტია.
უახლესი