აჭარაში ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინის მოწყობა შემოდგომაზე დასრულდება. პროექტი ჩირუხის მთაზე ხორციელდება და საბოლოო ჯამში "არწივის ბუდის" დიზაინით, 1 789 მეტრი სიგრძის ზიპლაინის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელსაც პანორამული ხედი ხეობაზე ექნება. ზედა სადგური ზღვის დონიდან 2445 მეტრ სიმაღლეზე განთავსდება. ზიპლაინის ქვედა სადგურში კი ტურისტულ-ვიზიტორთა ცენტრი იფუნქციონირებს. შენობაში კაფეტერია და ტერასა მოეწყობა. ორივე სადგურთან პარკინგი, ველოსადგომები და შესაბამისი განათებები განთავსდება.
პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. როგორც Business Insider Georgia-სთან "ანაგის" საინვესტიციო დირექტორმა თორნიკე კუჭავამ განაცხადა, წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და პროექტის დეტალები შეთანხმებული, ხოლო სამშენებლო სამუშაოები კიდევ უფრო ინტენსიურ ეტაპზე გადადის.
„ჩირუხის ზიპლაინი ორ წლიანი კონტრაქტია, რომელიც პროექტირება-მშენებლობის პრინციპით მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე კონცეფცია დამუშავდა და საპროექტო დოკუმენტაცია შეთანხმდა. ვფიქრობთ, ჩირუხის ზიპლაინი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი იქნება საქართველოში"- აღნიშნეს კომპანიაში.
პროექტის ღირებულება 9.3 მლნ ლარია.
უახლესი
18 საათის წინ
„ნუშიკოს ბაღი“ გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას გეგმავს20 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა20 საათის წინ
ბათუმში, Grand Mall-ში კავეას კინოთეატრი გაიხსნა21 საათის წინ
თიბისის მობალბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა