დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აშშ-მ საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის 13 მლნ დოლარის თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა

აშშ-მ საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის 13 მლნ დოლარის თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა

2024-04-24 12:43:00

აშშ-მ საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, 13 მილიონი დოლარის  თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს. 

„საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად $13 მილიონი დოლარის ღირებულების რენტგენული სკანირების აღჭურვილობა გადავეცით საქართველოს შემოსავლების სამსახურს.

აღნიშნულის შესახებ ელჩმა დანიგანმა შემოსავლების სამსახურის უფროს ლევან კაკავასთან ერთად გამოაცხადა და მადლობა გადაუხადა ჩვენს პარტნიორებს საქართველოს შემოსავლების სამსახურში სანქციების არიდების, უკანონო ვაჭრობისა და გავრცელების წინააღმდეგ მათი გულმოდგინე ძალისხმევისთვის“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

12 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები